საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე ჰასგალის საჯარო ლექცია "სადოქტორო სწავლების ევროპული გამოცდილება"

16 მაისს, 14:30-დან 17:00 საათამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 115 აუდიტორიაში თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით  ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: "სადოქტორო სწავლების ევროპული გამოცდილება". 

სემინარს გაუძღვება  ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო სწავლების საბჭოს ხელმძღვანელი, ალექანდრე ჰასგალი

სამუშაო ენა: ინგლისური.

საჯარო ლექციის სამიზნე აუდიტორია: ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებით დაინტერესებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები, თსუ სადოქტორო საბჭოსა და სამეცნიერო სამსახურების წარმომადგენლები, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტები და სხვა.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.

თარიღი: 26/04/2019